მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუშინ თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 - მდე ოჯახი...

გუშინ თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 70 – მდე ოჯახი დაზარალდა

Published on

გუშინ თბილისში, კლდიაშვილის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა  მოსახლეობამ წუხანდელი  ღამე სხვადასხვა სასტუმროში გაათია.
 
ზარალის დათვლა ჯერაც მიმდინარეობს, მაგრამ უკვე დადგენილია, რომ დამწვარია 2 500 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი . 
დაზარალებულია 70-მდე ოჯახი, ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება კი 3-მა მეხანძრემ მიიღო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები დაზუსტებული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ ცეცხლი დაუდევრობით გაჩნდა. ხანძრის კერა სამსართულიანი სახლის სახურავზეა მიგნებული 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
 
,,მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმარებით, – განაცხადა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ   "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში. –   დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რათა დროულად აღდგეს.” 
 
მერის განცხადებაზე  რეაქცია სკეპტიკურია – მოსახლეობას არაერთგზის ნახა, რა ფასი აქვს მის ამგვარ განცხადებებს მაქსიმალური დახმარების შესახებ. 
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...