მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი მარგველაშვილი: იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის...

გიორგი მარგველაშვილი: იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, მძიმეც

Published on

საქართველოს პრეზიდენტის   გიორგი მარგველაშვილის  რეაქცია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე და ევროპარლამენტარების წერილზე მკვეთრად განსხვავდება პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის რეაქციასაგან.
 
კითხვაზე, რა რეაქცია ჰქონდა მას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეაქცია იყო პირიქით- ჯერ მისი რეაქცია იყო და შემდეგ სტრასბურგის გადაწყვეტილება. –
„მე სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე მომიხდა საგანგებო განცხადების გაკეთება, სადაც ძალიან ნათლად ვუთხარი საზოგადოებას, ყველა ჩართულ მხარეს, რომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, რომ მე გადაწყვეტილების მიუხედავად მხარეებს მოვუწოდებ, დალოდებოდნენ ერთი მხრივ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. რამდენიმე საათში იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება.
 
იქიდან გამომდინარე, რომ მე ზუსტად ეს პოზიცია მქონდა, ჩემთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, მძიმეც. მძიმე იმიტომ, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ არსებობს კითხვის ნიშნები საქართველოში ფუნდამენტური ღირებულების – აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს მძიმეა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის და როგორც ადამიანისთვის. არა მარტო ის მადარდებს, რომ მედია იყოს თავისუფალი, ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მადარდებს ქვეყნის საგარეო იმიჯი. საბოლოო ჯამში, როდესაც ქვეყნის იმიჯზეა ლაპარაკი, როგორც დემოკრატიისა და კონსტიტუციურობის გარანტს, მომეკითხება პასუხი, რომ რა ვითარებაა. ამიტომ მძიმე იყო“, –   განაცხადა  მან ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“. 
 
 
 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...