მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების" დაფინანსება სხვა პარტიების შემოსავლებს რამდენჯერმე აღემატება

“ქართული ოცნების” დაფინანსება სხვა პარტიების შემოსავლებს რამდენჯერმე აღემატება

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის წევრის ლევან ნატროშვილის განაცხადებით, კვლევაში მოცემულია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე არსებული პერიოდი.კვლევის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი  – 21 310 211 ლარი (66%) „ქართულმა ოცნებაზე“მოდის, მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 2 811 045 ლარი, მესამეზე კი, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსია“ – 1 674 908 ლარი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შემოსავალი 7-ჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავლებს და თითქმის ორჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოწირულობებს.კვლევის თანახმად, საარჩევნო პერიოდში სულ 122-მა სახელმწიფო თანამდებობის პირმა და მათმა ოჯახის წევრებმა შესწირეს ფული. ნატროშვილის განცხადებით, აქედან 8 პირის შემთხვევა აჩენს გარკვეულ კითხვებს, ჰქონდათ თუ არა მათ საკმარისი შემოსავალი იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიისთვის თანხა გადაერიცხათ. ამ 8 პირიდან 4 მოქმედი ან ყოფილი პარლამენტის წევრია. ესენი არიან ზვიად კვაჭანტირაძე,ზაზა პაპუაშვილი, ფატი ხალვაში და ზურაბ აბაშიძე.ორგანიზაციამ ეს მონაცემები პარტიების მიერ შევსებული დეკლარაციების, ცესკო-ს და მარეგულირებელი კომისიის მონაცემების მიხედვით წარმოადგინა. კვლევა USAID-ის დახმარებით მომზადდა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...