მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია ყველასია!

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია ყველასია!

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვა მიმდინარეობს.  ის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით იმართება და 170-ზე მეტი სტუმარია მიწვეული. 
 
მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა. 
 
"როგორ უნდა გახდეს საკონსტიტუციო პროცესი ჩვენი გაძლიერების მიზეზი და მიზანი, ალაბთ, არა ისე, როგორც აქამდე ესე ხდებოდა, ალბათ, არა ისე, როცა დახურულ კაბინეტებში იწერებოდა დოკუმენტი, იმისთვის, რომ კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვის ჩვენი საზოგადოების გამთლიანების წინაპირობა გახდეს, ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში. კონსტიტუცია ყველას გვაერთიანებს. კონსტიტუციის ტექსტი იწყება ამაღელვებელი სიტყვებით, „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები“, იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი რეალურ დოკუმენტად იქცეს, მას ხელს ქართველი ხალხი უნდა აწერდეს,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
პრეზიდენტის თქმით, იწყება პროცესი – კონსტიტუცია ყველასია.
 
„იმისთვის, რომ ვაქციოთ კონსტიტუცია რეალურად თანხმობის დოკუმენტად, ჩვენ ვიწყებთ პროცესს – კონსტიტუცია ყველასია, რომლის მიზანია ყველა მოქალაქეს, ინტერესჯგუფს, ყველა ჯგუფს, რომელიც შეადგენს ჩვენს მრავალეთნიკურ, მრავალკულტურულ და სხვადასხვა შეხედულების ირგვლივ გაერთიანებულ ქვეყანას, მივცეთ შესაძლებლობა, გამოხატოს პოზიცია ამ უმნიშვნელოვანესი თანხმობის დოკუმენტში,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა პრეზიდენტის არჩევის წესზეც გააკეთა კომენტარი.
 
"ქართული საზოგადოების აქტიური ჩართულობის შედეგად, ეს საკითხი გადაწყდა ისე, რომ ეს უფლება ქართველ ხალხს არ წაერთვა, მაგრამ კიდევ ბევრი საკითხია, რომელზეც მე თქვენი აზრის მოსმენა მაინტერესებს,"- აღნიშნა პრეზიდენტმა. 

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...