მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მიმავალ ახალგაზრდას დანით შეიარაღებული პირი დაესხა...

ზუგდიდის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე მიმავალ ახალგაზრდას დანით შეიარაღებული პირი დაესხა თავს

Published on

ზუგდიდის  ცენტრში , რუსთაველის ქუჩაზე მეუღლესთან ერთად  მიმავალ ახალგაზრდას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს  და მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.
 შემთხვევა ნახევარი საათის წინ მოხდა. თვითმხილველთა თქმით, ინცინდენტი ისე სწრაფად მოხდა, რომ  ბევრმა იქვე მყოფმა ადამიანმა მომხდარის გააზრებაც ვერ მოასწრო – თავდამსხმელი ავტომანქანიდან გადმოვიდა და თავდასხმის შემდეგ ამავე მანქანით და ასევე უსწრაფესად გაუჩინარდა ადგილიდან .
დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაული  ცხელ კვალზე გაიხსნა. თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და დაკავებული, იგი დანაშაულს აღიარებს.
საქმე აღძრულია სს კოდექსის  117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...