მთავარისიახლეებისაზოგადოებასინოდმა მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვა

სინოდმა მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობა ჩამოართვა

Published on

საპატრიარქოში დღეს გამართული სინოდის სხდომა დასრულდა.
 
 სინოდის გადაწყვეტილებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლდა. – ამის შესახებ  ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა თავად  მეუფე პეტრემგანუცხადა. 
 
 
მისივე განმარტებით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უსაყვედურეს.
 
„მისაყვედურეს აქტიურობის გამო. სამწუხაროდ, ისე გამოვიდა, რომ მთავარი თემა იყო ჩემი საკითხი.  მე ვფიქრობ, ეს მიკერძოებული იყო, მიმაჩნია, რომ არსებობს სხვა პრობლემები და ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი“, – განაცხადა მეუფე პეტრემ 
 
მისივე თქმით,  სინოდი თავად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით და   თავი შეიკავა უფრო ვრცელი პასუხისაგან  ჟურნალისტების კითხვაზე იყო თუ არა ეს გაფრთხილება სინოდის მხრიდან. იგი   შემოიფარგლა მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი კომენტარით-  ,,მირჩევნია დავისაჯო სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავიმარჯვო“ 
 
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...