მთავარისიახლეებიპოლიტიკამარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18-მა თანამშრომელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია...

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18-მა თანამშრომელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გამართა

Published on

მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის  18-მა თანამშრომელმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი აპროტესტებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათ მიერ  გამგეობის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი ატესტაციის თაობაზე. 
 
აქციის მონაწილეების განცხადებით,   2014 წლის 18 სექტემბერს ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს და მიზეზად რეორგანიზაცია დაასახელეს. შედეგად, 2016 წელს უზენაესმა სასამართლომ მათი სამსახურში აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო და გამგეობას მათთვის გათავისუფლების დღიდან გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურება დააკისრა.
მათ ეს ანაზღაურება მიიღეს, თუმცა სამსახურში მხოლოდ 4 თვის დაგვიანებით დააბრუნეს და მოკლე ხანში ყველას ატესტაციის გავლა მოსთხოვეს –   დღეს მათ ატესტაციის პირველი ეტაპი უნდა გაევლოთ, თუმცა არც ერთი მათგანი ატესტაციის გასავლელად არ მისულა.
 
 აქციის მონაწილეები ამას ხსნიან იმით, რომ არ ენდობიან საატესტაციო კომისიას და დარწმუნებული არიან, რომ მათ, როგორც გამგეობის ხელმძღვანელობისთვის არასასურველ პირებ,ს ატესტაციის გავლა მხოლოდ დამხოლოდ იმისთვის მოსთხოვეს, რომ მათი ხელმეორედ დათხოვნა სურთ და ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის,  რომ ატესტაციაზე არათანაბარ პირობებში ჩააყენონ.
 
ჩვენ  გამგებლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ და გვქონდა მოლოდინი იმისა, რომ  სასამართლო მხედველობაში მიიღებდა ჩვენს არგუმენტებს, თუმცა  ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე –  დღევანდელი აქციის მიზანია მივაღწიოთ   სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და საატესტაციო კომისიის შეცვლას, რადგან  მიგვაჩნია, რომ იგი ა დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური პირებით, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან შერჩეული.

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...