მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება თვითმმართველი ქალაქების შემცირებას გეგმავს

ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქების შემცირებას გეგმავს

Published on

მმართველი გუნდი  თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის 12-დან 5-მდე შემცირებას გეგმავს.

მსჯელობა თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ უკვე მიმდინარეობს. საქართველოს 7 ქალაქი სტატუსს ერთად მერის არჩევის უფლებასაც დაკარგავს.  

საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, კონსულტაციები გაიმართება.

როგორც უმრავლესობის წარმომადგენელმა,  გია ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2"-ს  განუცხადა, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. მისი თქმით, აქ  უცნაური არაფერია. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ცვლილებს ხარჯების შემცირებასაც უკავშირებენ.

თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების შედეგად, საზღვრების თავიდან დადგენა და ბიუჯეტის გადანაწილება უნდა მოხდეს.

მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, ერთ თვეში შევა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციების რეჟიმში მუშაობენ.

საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის და არჩევითი პოსტების შემცირებას მხარს არ დაუჭერს. 

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის საქმის გაიოლებას ცდილობს.

 ინიციატივით უკმაყოფილოა  მესამე სექტორიც. 

იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ. ამბროლაური, ახალციხე, გორი, ზუგდიდი, თელავი, მცხეთა და ოზურგეთი ამ უფლების გარეშე დარჩებიან.

ავტორი: ნიუპრესი

სიახლეები

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის სახით 650 ლარის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის...

ტრამპი- იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, ევროპა რუსეთიდან არაფერს არ უნდა ყიდულობდეს

NATO უნდა გაერთიანდეს. ევროპა უნდა გაერთიანდეს. ნახეთ, ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი რუსეთიდან ნავთობს...