თბილისში რუსთავი 2-ის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო.
ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები ოქროყანაში შეიკრიბნენ. მანქანების კოლონა რუსთავი 2-ის შენობისკენ დაიძრა.
აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაჩერდნენ და ყოფილ პრემიერს მედიაზე ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მსვლელობის მონაწილეები ასევე მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, სიტყვის თავისუფლების დასაცავად შაბათის აქციაზე მოსვლისკენ.