მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან თორია სუს-ის და პოლიციის თანამშრომლების დაპირისპირებაზე საუბრობს (Video)

ლევან თორია სუს-ის და პოლიციის თანამშრომლების დაპირისპირებაზე საუბრობს (Video)

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ დღეს ზუგდიდის სუს-ის შენობის წინ მედიისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა. თორიას განცხადებით, „რამდენიმე დღის წინ სუს-ის და პოლიციის თანამშრომლებს შორის მოხდა დაპირისპირება. ამ დაპირისპირებაში სუს-ის მხრიდან მონაწილეობდა ვინმე ბაჯალაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახდენდა ამომრჩევლების მოსყიდვას, ხოლო პოლიციის თანამშრომლებიდან ახალაია, ქადარია და ქომეთიანი. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. ჩემი ინფორმაციით, სამსახურიდან გაანთავისუფლეს პოლიციის თანამშრომლები, ხოლო ბაჯალაძე დატოვეს თანამდებობაზე. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ბაჯალაძე სუს-ის უფროსთან,  ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული პირია, რომელიც მისი ბავშვის ნათლიაა. ეს არის კლასიკური მაგალითი ქვეყანაში არსებული ნეპოტისტური მიდგომების და შერჩევითი სამართლის, მაგრამ ეს არ მიკვირს, რადგან ვახტანგ გომელაურის ერთადერთი კომპეტენცია გახლავთ ის, რომ წარსულში ის იყო ივანიშვილის დაცვის ბიჭი“ – განაცხადა დღეს მედიისთვის საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თორიამ.
 
თორიას განცხადებით, მას ასევე მიაწოდეს კონკრეტული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ერთობა გიგა ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯი-ოღლი ქორწილში. ლევან თორიას განცხადებით, „მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ერთობა ქორწილში, ძალოვანი სტრუქტურები ერთმანეთს ეჩხუბებიან, ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულები და აშანტაჟებენ ერთმანეთს. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს კანჯი-ოღლის დაკავება და ის ცინიზმი, რაც აფხაზეთის მხარეს აქვს ქართული მხარის მიმართ შეწყდეს და ამ ადამიანმა, გიგა ოთხოზორიას მკვლელმა კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი“ – აცხადებს ლევან თორია.
 

სიახლეები

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას უცხადებენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს სრულ სოლიდარობას...

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...