მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვას ეხმაურება

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვას ეხმაურება

Published on

 შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო.
 
 სახდეპის პრეს მდივნის, მარკ ტონერის განცხადებაში ნათქვამია, რომ პუნქტების დახურვა კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილებას და დააზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას.
 
"ასეთი ქმედებები არა მხოლოდ ჰუმანიტარულ სირთულეებს ქმნის ადგილობრივებისთვის, ის ასევე აქრობს ხალხის ნდობასა და რწმენას, ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს,"-ნათქვამია განცხადებაში.
 
ხურჩა – ნაბაკევისა და ორსანტია –   ოტობაიას  საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვას დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც. როგორც საელჩოს  მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატების მოწოდებაა, კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს, იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება. შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

 

სიახლეები

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...