მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ბიუჯეტი 170 000 ლარით შემცირდება

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის ბიუჯეტი 170 000 ლარით შემცირდება

Published on

ქალაქ ზუგდიდის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის  ბიუჯეტი 170 000 ლარით შემცირდება. ამის შესახებ დღეს ქალაქისსაკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი. საკითხს არ დაეთანხმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.„ისეთი სტრატეგიული დაწესებულებებისთვის, როგორიც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, 170 000 ლარით დაფინანსების შემცირება არ შეიძლება. ჯობია  „გაბერილი“ საშტატო ერთეულები შეამცირონ“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.„ჩვენ წელს 400 000 ლარით გავზარდეთ ბაღების დაფინანსება. საკრებულოს წევრები შევთანმხდით, რომ ეს 170 000 ლარი სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ, ეს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების თანადაფინანსებაზე გადანაწილდება“, – განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ. დაფინანსების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...