მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპატრიარქოს იურისტი: შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

საპატრიარქოს იურისტი: შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა

Published on

საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, პატრიარქის მდივან-რეფერენტს შორენა თეთრუაშვილს ე.წ. ციანიდის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.როგორც ქარჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრუაშვილი პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დაკითხა.ამასთან, მისივე ინფორმაციით, სასამართლო განჩინებით დღეს მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები საპატრიარქოში იყვნენ მოსული და დეკანოზ მამალაძის პირად ინფორმაციაზე დოკუმენტაცია გამოითხოვეს.ქარჩავას განცხადებით, დაიკითხნენ საპატრიარქოს სხვა თანამშრომლებიც, რომელთაც დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან უშუალო შემხებლობა ჰქონდათ.იურისტის ცნობით, დაკითხულთა შორის სასულიერო პირები არ ყოფილან.პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დეკანოზი ერთ-ერთი პირის ციანიდით მოწამვლას აპირებდა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა სასულიერო პირი. დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
 

სიახლეები

“მეშვიდე სამარცხვინო რეზოლუცია” – კობახიძე EU-ს ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციას "შანტაჟად" აფასებს. "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ...

რუსეთის შეტევა კიევზე – 2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქი დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ტიმურ ტკაჩენკო...

საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა

19 წლის სინდისის პატიმარს, საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს....

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...