მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივების მოთხოვნით ევროსასამართლოს 25 NGO...

რუსთავი 2-ის საქმეზე შეჩერების მექანიზმის გახანგრძლივების მოთხოვნით ევროსასამართლოს 25 NGO მიმართავს

Published on

25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.ორგანიზაციები ევროსასამართლოს მოუწოდებენ, რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.
"საქმის მონიტორინგი ქმნის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ პროცედურებში სამართლიანი სასამართლოს პრინციპი უგულებელყოფილი იქნა. ხელმომწერი ორგანიზაციები ძალიან აფასებენ და პატივს სცემენ საკუთრების უფლებას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ეს საქმე განიხილებოდა როგორც ორ მესაკუთრეს შორის დავა, დარჩა მკაფიო შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ცდილობდა მთავარი ოპოზიციური მედია საშუალების გაკონტროლებას, რაც მნიშვნელოვნად დააზიანებს მედია პლურალიზმსა და დემოკრატიას საქართველოში," – წერია მიმართვაში.განცხადებას ხელს აწერენ:საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო;საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;ფონდი ღია საზოგადოება საქართველო;მედიის განვითარების ფონდი;საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;რეგიონალურ მაუწყებელთა ასოციაცია;საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა;ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;საქართველოს ატლანტიკური საბჭო;საქართველოს რეფორმების ასოციაცია;საზოგადოება და ბანკები;კავშირი საფარი;ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი;თანასწორობის მოძრაობა;სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი;საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი;პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის;ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი;კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი;დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი;სამოქალაქო განათლების ფონდი;კონსტიტუციის 42-ე მუხლი;მედიაკლუბი;მწვანე ალტერნატივა.უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება რუსთავი 2-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით 8 მარტამდეა 

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...