მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მარგველაშვილი უარს ვერ ამბობს ხელისუფლების კრიტიკის შერბილების...

პრეზიდენტი მარგველაშვილი უარს ვერ ამბობს ხელისუფლების კრიტიკის შერბილების თუ გამართლების ცდუნებაზე გაუთავებელი შედარებით სააკაშვილის მმართველობის წლებთან

Published on

მაღალი თანამდებობის პირები ღიად აფიქსირებენ კრიტიკის  მიუღებლობას და სურვილს, არ მოისმინონ განსხვავებული აზრი და კრიტიკა. ”კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ ის ყოველთვის სამართლიანია, მაგრამ კრიტიკა გაძლევს შესაძლებლობას, არგუმენტებში საკუთარი სიმართლე აჩვენო. ჩვენ პოლიტიკოსები უნდა ვისმენდეთ კრიტიკას და არ უნდა ვიყოთ მზად, კრიტიკა გავაჩუმოთ. ამით ძალიან ცუდ სამსახურს ვუკეთებთ საკუთარ თავს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა გადაცემა ”იმედის დროში” რუსთავი 2 -ის ორგვლივ მიმდინარე პროცესებზეს აუბრისას – ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გაჩერებით ძალიან სერიოზულ დარტყმას მივაყენებთ ქართულ დემოკრატიასა და საერთაშორისო იმიჯს. ''
 
პრეზიდენტის განცხადებით,     ”რუსთავი2”-ს ღიად აქვს დეკლარირებული, რომ არის პროდასავლური ორიენტაციის სატელევიზიო არხი, რასაც , გარკვეული საერთაშორისო კონტექსტი გააჩნია და აქედან გამომდინარე, საქმის მიმართ სენსიტიურობაც იზრდება.. 
სამწუხაროდ, პრეზიდენტმა ამჯერადაც ვერ დააღწია თავი დღეს არსებული სიტუაციის კრიტიკის შერბილების მცდელობას წინა ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის კრიტიკით  ( ასე ხდება ქვეყანაში,  სადაც, როგორც ერთერთი პოლიტიკოსი ამბობს,   პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს მოხსნით ემუქრება),   ,, 2012 წლის შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა, მაგრამ მინდა ყველას ვუთხრა, რომ თავისუფლება და დემოკრატია არასდროს არის საბოლოოდ მოპოვებული – მეც, თქვენც, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის სჭირდება იყოს ფხიზლად იმისთვის, რომ დაიცვას თავისუფლების ღირებულება. ძალაუფლება, რომელიც არ კონტროლდება, ყოველთვის მიისწრაფვის ზედმეტი კონტროლისკენ”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 
 
 
 

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...