მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რუსთავი2-ში მე ცენზორად არ შევალ"- დავით დვალი

“რუსთავი2-ში მე ცენზორად არ შევალ”- დავით დვალი

Published on

"რუსთავი2-ში მე ცენზორად არ შევალ," – ეს განცხადება რუსთავი2-ის ყოფილმა მფლობელმა, დავით დვალმა, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საზოგადოებისთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ცნობილი იყო.მან განაცხადა, რომ ის ამ შედეგს არ ელოდა.  "მე არა ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ ყველა მიმტკიცებდა, რომ ასეთი რამე არ არსებობს და აღმოჩნდა, რომ არსებობს. თავისთავად ძალიან საინტერესო პრეცედენტია და დაველოდები შედეგებს," – ამბობს დვალი და აღნიშნავს, რომ ეს "საქმისთვისაც უკეთესი იქნება".  "სიმართლე რომ გითხრათ, მივესალმები. რაც მეტი და უფრო გარკვეული იქნება ამბები იმ სასამართლო პროცესთან, რომელიც ბევრ კითხვას უჩენს საზოგადოებას და ბევრი პრეტენზია არის, მით უფრო უკეთესი იქნება საქმისთვისაც," – აცხადებს დავით დვალი.  დავით დვალის განცხადებით, ის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქიბარ ხალვაშს არ შეხვედრია და ელოდება მისგან განმარტებების მოსმენას, რადგან, როგორც თავად ამბობს, ბოლო დღეებში სვხადასხვა ინტერვიუში მისი მხრიდან სხვადასხვა  შინაარსის განცხადებები მოისმინა. "ჩემი პოზიცია მე ხმამაღლა დავაფიქსირე და კიდვ გავიმეორებ, მე მინდა, ყველამ იცოდეს, რომ რუსთავი2-ში მე ცენზორად არ შევალ, რაც არ უნდა იყოს. თუ სხვა გეგმა იქნება, რომელშიც მე არ მექნება ბერკეტები, რომ დავიცვა რუსთავი2 ასეთი პრობლემისაგან, მაშინ მე წინადადებას არ მივიღებ," – ამბობს დავით დვალი. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...