მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის პრესსპიკერი: აი ეს არის ევროპა, აი ასეთი სამართლიანია ევროპა, სწორედ იქითკენ...

პრეზიდენტის პრესსპიკერი: აი ეს არის ევროპა, აი ასეთი სამართლიანია ევროპა, სწორედ იქითკენ მიისწრაფვის საქართველო

Published on

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეშფოთებული ოლიგარქის გამხმოვანებელთა შეტევა  პრეზიდენტზე, რომელმაც შესაძლოა იმაზე რბილად, ვიდრე სასურველი იყო, მაგრამ მაინც  ცალსახად დაუჭირა მხარი რუსთავი 2 – ის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკას და  კომპანიის  ხელში ჩაგდების მცდელობას,  უკვე შანტაჟის ფორმას იღებს –  პრეზიდენტს, არც მეტი, არც ნაკლები არჩევნების  თარიღის გადმოწევით  ემუქრებიან.
 
ცალკე საკითხია, რამდენად რეალურია მუქარა არჩევნების გადმოწევით შეუმცირონ მას უფლებამოსილების ვადა და რატომ არიან დარწმუნებული, რომ არჩევნებში ისე მარტივად გაამარჯვებინებენ მათთვის სასურველ ახალ კანდიდატსაც, როგორც ეს გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოხდა, მაგრამ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  პრეზიდენტი  გარემოების მძევლის როლში ყოფნის პირობებშიც კი  ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო შტოების ზღვარსგადასულ მოქმედებას დემოკრატიული ინსტიტუტების საბოლოო რღვევისთვის.
 
მუქარის მიუხედავად, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკან არ იხევენ და  დემონსტრატიულად მიესალმებიან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
 
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ   რუსთავი 2“-ის ეთერში  გულშემატკივრებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცა, ხოლო ქვეყნის ევროპელ მეგობრებს მადლობა გადაუხადა  ,,ძალიან დროული გადაწყვეტილებისთვის'' მისი განცხადებით, ეს იყო ერთგვარი  მაშველი რგოლი, რადგან   საკმაოდ ბუნდოვანი იყო „რუსთავი 2“-ის მომავალი. 
 
„ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. აი ეს არის ევროპა, აი ასეთი სამართლიანია ევროპა, სწორედ იქითკენ მიისწრაფვის საქართველო, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, იმას, რომ გქვონდეს ასეთი მაღალი დემოკრატიის ქვეყანა. მე ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა ამოიღო „რუსთავი 2“-ის სიტყვის თავისუფლების, განსხვავებული, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, კრიტიკული აზრის დასაცავად. ვულოცავ „რუსთავი 2“-ელებს, ვინც ძალიან პროფესიონალურად ქმნიან საინტერესო და საყვარელ გადაცემებს“, – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

სიახლეები

ნარკოლოგიური შემოწმებისას ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ – შსს

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ კამპანია, თითქოს შსს-ს წარმომადგენლები ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ საპროტესტო...

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...