ტელერადიო კომპანია „ოდიშის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე დღეს მოქალაქეები მოვიდნენ, რომლებმაც ღიად და თავისუფლად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.“ვიცავ სიტყვის თავისუფლებას, თითოეული ჩვენგანის უფლებებს.“ რუსთავი 2 ყოველთვის იდგა ხალხის გვერდით, ის ყოველთვის იდგა თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე“, „ჩვენ ხალხი ვართ ის ძალა, რომელიც დაიცავს რუსთავი2-ს, თითოეულ ჟურნალისტს და ეს ბძოლა დამთავრდება გამარჯვებით“, რუსთავი 2 ეს ჩვენ ვართ და რუსთავი 2 ჩვენია- აღნიშნავდნენ აქციაზე მოსული მოქალაქეები.„მოგმართავთ ყველას, არა როგორც რომელიმე პოლიტიკური წრის წარმომადგენელი, არა როგორც საჯარო მოხელე, არამედ როგორ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყველაზე რეიტინგული მეგა შოუს „ნიჭიერის“ მონაწილე. დროა ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ, დროა ერთად დავიცვათ სიტყვის თავისუფლება, ჩვენ რუსთავი ორელები ჩვენს მეგობრებთან ერთად ბოლომდე ვიბრძოლებთ სიტყვის თავისუფლების დასაცავად.ჩვენ ახალგაზრდებს ვერ გაგვტეხავენ ზურგში,ვერ გვაიძულებენ გაჩერებას, იმიტომ რომ რუსთავი 2 ხალხის ტელევიზიაა.რუსთავი 2 ჩემი, თქვენი და ჩვენი მომავალი თაობისაა.“- აღნიშნა პროექტ ნიჭიერის მონაწილე ბექა ლაგვილავამ.
“ვიცავ სიტყვის თავისუფლებას, თითოეული ჩვენგანის უფლებებს”- “ოდიშის” მიერ დაგეგმილ აქციაზე მოქალაქეებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს (Video)
Published on