მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი: "ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა"

თეა წულუკიანი: “ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა”

Published on

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის, ინფორმაციით, ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეს პრიორიტეტის სტატუსი მიანიჭა.

ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  

“მთავრობის სახელით მსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ კორესპონდენციათა დაკავშირებით, რაც რამდენიმე წუთის წინ ჩვენმა მთავრობამ მიიღო სტრასბურგის სასამართლოსგან. ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში,“ – განაცხადა წულიკიანმა. 

მას ამ საქმესთან დაკავშირებით სხვა არანაირი კომენტარი და განცხადება არ გაუკეთებია. 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...