მთავარისიახლეებისაზოგადოება„თაიმერი“ „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებს

„თაიმერი“ „რუსთავი 2“-ს მხარდაჭერას უცხადებს

Published on

საინფორმაციო სააგენტო „თაიმერი“ მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენისგენ გადაგმული ნაბიჯი კი არა, უკან, წარსულში დაბრუნებაა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლება მედიის იარაღით დამორჩილებას ცდილობდა, რისი მაგალითც არის ტელეკომპანიების „იბერიასა“ და „იმედის“ დარბევა. ამჟამინდელი მმართველობა კი მედიის გაკონტროლებას ე.წ. სამართლის გზით ცდილობს. ორივე შემთხვევაში, ყველაფერი ეს ცუდი მხოლოდ ამა თუ იმ მედიასაშუალებისთვის კი არა, ქვეყნის მომავლისთვის არის „თაიმერი“ მხარდაჭერას უცხადებს „რუსთავი 2“-ს და აქვე, აცხადებს, რომ სწორედ ქვეყნის დემოკრატიულობისთვის არის საჭირო და აუცილებელი კრიტიკული მედიის არსებობა! ამასთან, არ გვაქვს ილუზია, რომ „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემით სამართლიანობა აღდგა. მით უმეტეს, მოვლენათა განვითარება გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ორ კერძო პირს შორის დავაზე არ გამოიტანა და ამ გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივები იკვეთება!
საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”
www.timer.ge

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...