მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკში მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ მეგობარი ქალის შვილმა მიაყენა

სენაკში მამაკაცს სასიკვდილო ჭრილობა სავარაუდოდ მეგობარი ქალის შვილმა მიაყენა

Published on

სენაკში შუახნის მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა მეგობარი ქალის 18 წლის შვილმა მიაყენა.როგორც ცნობილია, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.მომხდართან დაკავშირებით, სხვა დეტალები, ამ ეტაპზე, უცნობია.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.შინაგან საქმეთა სამინისტრო შემთხვევის დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...