მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

„რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს

Published on

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციებს გეგმავს. როგორც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „რეაქციის“ ეთერში განაცხადა, ეს იქნება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული აქცია, თუმცა პროცესების გაგრძელება სავარაუდოდ პოლიტიკური იქნება.

„ჩვენი მთავარი გეგმა არის საპროტესტო აქციები, სადაც ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ, პროდასავლურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას და საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის კოლექტივთან ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილება და მე მათ პოზიციას ვახმოვანებ. იქნება ეს ბარიკადები თუ რა მოთხოვნები იქნება, ამ წუთში უცნობია. ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდ საპროტესტო აქციას, სადაც იქნებიან ასევე პოლიტიკური ორგანიზაციები და უნდა გვესმოდეს, იქ, სადაც არიან პოლიტიკური ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, პროცესების გაგრძელება, სავარაუდოდ, იქნება პოლიტიკური. ჩვენი აქცია არის მხოლოდ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული, მაგრამ როგორ გადაწყვეტენ საპროტესტო მუხტის გამოყენებას პოლიტიკური პარტიები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

სიახლეები

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...