მთავარისიახლეებიპოლიტიკამაია კალანდია: გუშინ რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. სასამართლოს ხელით...

მაია კალანდია: გუშინ რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ე.წ. სასამართლოს ხელით პირდაპირ გულში ესროლა ქართულ სახელმწიფოს (Video)

Published on

ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის'' მიერ ორგანიზებულ თავისუფალი მედიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების  მხარდამჭერ აქციაზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას  ნაციონალური მოძრაობის წევრმა მაია კალანდიამ ისაუბრა დემოკრატიული იდეალების მემკვიდრეობითობაზე და სახელმწიფოს უზურპაციის მცდელობის ამაოებაზე.
 
,,იარაღასხმულმა მხედრიონმა ტყვია ესროლა სულ ერთი წლის სახელმწიფოს. მე მაშინ ვიყავი პარლამენტის შენობაში და ანალოგიური  შეგრძნება მაქვს დღეს. – განაცხადა მან – გუშინ რუსმა ოლიგარქმა  ბიძინა ივანიშვილმა  ე.წ. სასამართლოს ხელით  პირდაპირ გულში ესროლა ქართულ სახელმწიფოს.თუ გავატარებთ, თუ ერთად არ დავდგებით, უარეს დღეში აღმოვჩნდებით და ფორმაშეცვლილი მხედრიონი განგვისაზღვრავს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალს.
 
მივმართავ ოლიგარქს –  ვერანაირად ვერ დავთმობთ ამას. არ გამოუვა –  ქართველი ხალხის დაასამარებს მასაც ისე, როგორც დაასამარა ედუარდ შევარდნაძე. ქართული სახელმწიფო კვლავ დადგება ფეხზე და გააგრძელებს გზას , რომელიც დაიწყეს ქართველმა პატრიოტებმა წლების წინ. '' – განაცხადა მაია კალანდიამ.
 

 

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...