მთავარისიახლეებიპოლიტიკა"დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს და გავაგრძელებთ მანამ, სანამ ქვეყანა არ გათავისუფლდება"- ლევან...

“დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს და გავაგრძელებთ მანამ, სანამ ქვეყანა არ გათავისუფლდება”- ლევან თორია (ენმ) (Video)

Published on

„ქართული სასამართლო გუშინ დასამარდა, ის გადაეცა ბიძინა ივანიშვილს, აქედან გამომდინარე ჩვენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეიდან ვიწყებთ პერმანენტულ აქციებს და ის გაგრძელდება იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი ამ ხელისუფლებას არ ჩამოშორდება და ქვეყანა არ გათავისუფლდება. ეს არ არის მარტო ჟურნალისტების, ან მარტო რუსთავი 2-ის ტრაგედია, ეს არის ტრაგედია საქართველოსი, ეს არის ტრაგედია თავისუფლების, ქართველი ერი უნდა გამოცოცხლდეს და საკადრისი პასუხი გასცეს ბიძინა ივანიშვილს, მას უნდა რომ ქართველმა ერმა დაიჩოქოს, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაიჩოქებს, არ დაემონება რუსეთის მონას, მას საკადრის პასუხს გასცემს, ქართველი ერი არ დათმობს თავისუფლებას, არ დათმობს რუსთავი 2-ს, თუ არ იქნა თავისუფალი მედია, ჩვენ სწორ არჩევანსაც ვერ გავაკეთებთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ერთად დავდგეთ და შევინარჩუნოთ რუსთავი 2-ის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან თორიამ, რომელიც ტელეკომპანია „ოდიშის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და რუსთავი 2-ს პარტიის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...