ტელერადიოკომპანია ,,ოდიშის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა პარტია,,ევროპული საქართველოს'' წევრმა ბათლომე შელიამ.
,,დღეს უძიმესი დღეა საქართველოსთვის, ქართველი ერისთვის. – განაცხადა მან – ის, ვინც ვერ აცნობიერებს ამ დღის მნიშვნელობას, აუცილებლად ნახავს მომავალში, რომ ეს დღე გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის.
მე აქ მოვედი ჩემს შვილთან ერთად, რადგან მინდა მან იცოდეს, რა ხდება დღეს. მოვედი იმიტომ, რომ წლების წლების შემდეგ, როცა ეს დღე ისტორიის საკუთრება გახდება, ჩემი შვილი აუცილებლად მკითხავს, თუ სად ვიყავი მე დღეს.
მე დღეს ვიცავ სიტყვის თავისუფლებას. ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამ გადაწყვეტილებით ხარობენ, უნდა ხვდებოდნენ იმას, რომ ხვალ აუცილებლად შერცხვებათ თავიანთი პოზიციის.
დღეს მთელი ერი ერთად უნდა ვიყოთ, რომ გადავარჩინოთ ჩვენი მომავალი ''