სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს საიტზე http://www.supremecourt.ge/ უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა. დიდი პალატა 9 მოსამართლისგან შედგება, რომელიც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული – უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ პალატასაც ხელმძღვანელობს; მზია თოდუა; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი; პაატა ქათამაძე; ბესარიონ ალავიძე; მაია ვაჩაძე; ზურაბ ძლიერიშვილი; გიორგი შავლიაშვილი და ეკატერინე გასიტაშვილი, რომელიც დიდი პალატის წინაშე საქმის მომხსენებელია. ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს თავდაპირველად სამი მოსამართლისგან, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძისა და ეკატერინე გასიტაშვილისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, თუმცა მათი გადაწყვეტილებით სარჩელი განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. საკასაციო საჩივრით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოდნენ, რომლითაც ”რუსთავი 2”-ის წილები არხის ძველ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანიებს მიაკუთვნეს.
სიახლეები
საზოგადოება
ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...
საზოგადოება
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა
პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...
სიახლეები
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური
თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური.
ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...
სიახლეები
საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...