მთავარისიახლეებიპოლიტიკაუზენაესი სასამართლოს შენობასთან რუსთავი 2 - ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

უზენაესი სასამართლოს შენობასთან რუსთავი 2 – ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

Published on

უზენაეს სასამართლოსთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორია საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც  9 პოლიტიკური პარტიაა გაერთიანებული.
აქციის მონაწილეები უზენაეს სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ.
 
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საკოორდინაციო საბჭოს წევრმა  ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ . მისი განცხადებით, დღეს ბრძოლა რუსთავი 2-ის თავისუფლებისთვის ნიშნავს ბრძოლას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის. 
 
"ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს მხოლოდ რუსთავი 2-ისთვის ბრძოლა არ არსი, ეს არ არის მხოლოდ ერთ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებისათვის ბრძოლა, ეს არის თითოეული მედიასაშუალების, თითოეული ჟურნალისტის, რომელსაც აქვს გამბედაობა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომ გადასცეს ნებისმიერი მართალი ინფორმაცია, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც არ აწყობს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს ის უნარი, რომ თქვას ის ის სიმართლე, რაც უხერხულია ხელისუფლებსითვის. ამიტომ დღეს არის ბრძოლა რუსთავი 2-თვის, მაგრამ არის ბრძოლა საქართველოში მედია თავისუფლებისთვის,“-განაცხადა გია ბარამიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო დღეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეს განიხილავს. საქმეზე 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე მსჯელობს. დღესვე გამოიტანოს.
 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...