მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზდენტის ადმინისტრაცია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას ხვალ დააფიქსირებს

პრეზდენტის ადმინისტრაცია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ პოზიციას ხვალ დააფიქსირებს

Published on

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიცია ”რუსთავი 2“-თან მიმართებაში ხვალ იქნება ცნობილი, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ”რუსთავი 2“-ის შენობასთან მიმდინარე მხარდამჭერ აქციაზე, არხის პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა. როგორც ეკა მიშველაძემ განმარტა, ის დღეს აქციაზე იმყოფება როგორც რიგითი მოქალაქე და ყოფილი ჟურნალისტი და არა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი.”პრეზიდენტი ყოველთვის ამბობდა, რომ არის ”რუსთავი 2“-ის დამცველი, მხარდამჭერი. თუმცა, მე დღეს ვერ გეტყვით ოფიციალურ პოზიციას. ოფიციალური პოზიცია იქნება ხვალ. ამის შესახებ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. დღეს მე როგორც ერთ-ერთი თქვენი კოლეგა, როგორც მოქალაქე ეკა მიშველაძე ვიქნები თქვენს გვერდით და დავიცავ სიტყვისა და აზრის თავისუფლებას”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...