მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ხვალ ისევ მოგინდებათ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს"- ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს თანადგომისკენ მოუწოდებს

“ხვალ ისევ მოგინდებათ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს”- ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს თანადგომისკენ მოუწოდებს

Published on

ნანუკა ჟორჟოლიანი უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.არჩევანის ეთერში მან ქიბარ ხალვაშს მიმართა და უთხრა, რომ „სხვა ტელევიზია დატოვეთ და სხვა ტელევიზიას წაიღებთ, გაცილებით უკეთესი ტელევიზია წაიღეთ“.ნანუკა ჟორჟოლიანმა მაყურებელს გვერდში დგომისკენ მოუწოდა.„ძალიან სამართლიანად, მაყურებელთა ნაწილი ჩვენზე არის განაწყენებული და გაბრაზებული. ჩვენც კი ვიცით, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებდით… საკუთარ თავსაც ვაფასებთ და თვითკრიტიკულებიც ვართ და ძალიან ხშირად ადამიანებს უკითხავათ მაშინ სად იყავით, როდესაც იმას ნარკოტიკი ჩაუდეს…მითქვამს, რომ მაშინ ჩვენი ხელმძღვანელი ქიბარ ხალვაში იყო… ყველაზე მეტად, როცა რაღაც არ მოგწონდათ, თორემ ცოდვები მერეც გვაქვს… როდესაც ყველაზე მეტად არ მოგწონდით, მაშინ ჩვენი უფროსი იყო ქიბარ ხალვაში და დამერწმუნეთ, აუცილებლად ხვალ ისევ მოგინდებათ ტელევიზია თქვენს გვერდით იყოს,“ – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...