”ის, რაც მოხდა დღეს, არის დაუშვებელი. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ ბრძოლა გამოუცხადა ქართველ ხალხს. ბრძოლა, რომელსაც ის აუცილებლად წააგებს. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. მივმართავ საზოგადოებას, მივმართავ ჟურნალისტებს, სოლიდარობა გამოუცხადონ რუსთავი2-ის თანამშრომლებს და ყველანი შეიკრიბონ რუსთავი2-ის შენობასთან. ჩვენ ნებისმიერი ფორმით წავალთ წინააღმდეგობაში და ამ უკანონობას, რაც დღეს მოსამართლეების სახელით, ქიბარ ხალვაშის სახელით ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, არ დავუშვებთ”, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები განიცდიდნენ ზეწოლას ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და სწორედ ამიტომ მიიღეს მათ ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილება. წიკლაურის განცხადებით, ისინი არ აპირებენ საკუთარი პოზიციების დათმობას და საზოგადოებას მოუწოდებს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-თან შეკრებას. კითხვაზე, თუ რა სამოქმედო გეგმა აქვს ოპოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით, წიკლაური აცხადებს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილება ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც 9 პოლიტიკური პარტიაა გაწევრიანებული, იმსჯელებს და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.
სიახლეები
სამართალი
ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...
სიახლეები
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...
სამართალი
ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
სპეცოპერაცია ზუგდიდში - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...