მთავარისიახლეებიპოლიტიკაერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხვალ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს

Published on

" ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა ხვალ რუსთავი 2 -ს ეზოში 11 სთ-ზე გაიმართება, ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ რუსთავი 2-ის ეთერში ხატია დეკანოიძემ გააკეთა.პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „რუსთავი 2“-ის შენობასთან გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს „წინააღმდეგრობრივი ფრონტის“ შექმნის ინიციატივით მიმართა. „მივმართავ საზოგადოების ყველა წევრს, პოლიტიკურ პარტიებს, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი გამოწვევა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ შევქმნათ წინააღმდეგობრივი ფრონტი, რომელიც დაიცავს საქართველოში სიტყვის თავისუფლებას. თუ ჩვენ ამას ვერ დავიცავთ, საქართველო დაუბრუნდება იმ საწყის ეტაპს, საიდანაც დაიწყო განვითარება“, – განაცხადა დეკანოიძემ. რაც შეეხება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ მოვლენებზე პარტიის სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ხვალ, 11:00 საათზე,“ნაციონალური მოძრაობა“ გამართავს პოლიტსაბჭოს სხდომას, რის შემდეგაც, 12:00 საათზე გაკეთდება განცხადება სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. პოლიტსაბჭოს სხდომა „რუსთავი 2“-ის ეზოში ჩატარდება.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...