პუბლიცისტ ნათია მეგრელიშვილს, ვერ წარმოედგინა, რომ 2017 წელს კვლავ გარეთ მოუწევდა გასვლა თავისუფალი სიტყვის დასაცავად. ამის შესახებ მან უზენაესი სასამართლოს წინ გამართულ აქციაზე რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადა.„მეც არ მომწონს ბევრი ტელევიზია და ბევრი გაზეთი, მაგრამ ასეთი სისულელე ცხოვრებაში არ მითქვამს, რომ უნდა დაიხუროს. თუ მე მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო, მაშინ მე არ შეიძლება მქონდეს სურვილი, რომ დახურონ მედია,“ – აცხადებს ნათია მეგრელიშვილი.მას არ ესმის, რატომ უხარია ზოგიერთ ადამიანს რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.„ამ ჯაჭვში მათაც ჩააბამენ ხვალ, ზეგ, მაზეგ და დახურავენ კავკასიას, ობიექტივს, TV პირველს და დასხედით მერე და უყურეთ ვრემიას,“ – აცხადებს ნათია მეგრელიშვილი.ნათია მეგრელიშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.
დახურავენ “კავკასიას”, “ობიექტივს”, “TV პირველს”, დასხედით მერე და უყურეთ “ვრემიას” – ნათია მეგრელიშვილი
Published on