მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩვენი რესურსები უკვე ამოწურულია და ახლა არის უკვე საზოგადოებაზეა დამოკიდებული"- ზაალ უდუმაშვილი

“ჩვენი რესურსები უკვე ამოწურულია და ახლა არის უკვე საზოგადოებაზეა დამოკიდებული”- ზაალ უდუმაშვილი

Published on

ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის ჩამონგრევის დაწყების წინაპირობაა.„დღეს ფაქტობრივად ჩვენ გავხდით მომსწრენი იმისი თუ როგორ იწყება ამ სახელმწიფოს ჩამოშლა და ნგრევა ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მოსამართლეებმა მიიღეს. მე ძალიან მინდა, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც დღეს ხელი მოაწერეს ამ გადაწყვეტილებას, თვალებში ჩავხედო, მათ გვარებს და სახელებს გავიგებთ უახლოეს დღეებში, როდესაც გამოქვეყნდება განჩინება, გავიგებთ ვინ თქვა უარი ამ ქვეყნის განვითარებაზე და ვინ უთხრა კი იმას, რომ ეს ქვეყანა გადავიდეს სრულიად სიბნელეში. მათ აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება ამ საქციელზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.ზაალ უდუმაშვილის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ეჭვქვეშ დგება სასამართლოს მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების სისწორე. მან აღნიშნა, რომ ამან ცხადყო, რომ სასამართლო სისტემა არ არსებობს. თუმცა, გენერალური დირექტორის მოადგილე საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებს.„ჩვენ ყველა ხელთარსებული რესურსი გამოვიყენეთ, სამართლებრივი ფიზიკურიც მათ შორის, რომ დაგვეცვა ეს არხი, ბოლომდე გაგვეტანა. ჩვენი რესურსები უკვე ამოწურულია და ახლა არის უკვე საზოგადოებაზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...