ხვალ უზენაესი სასამართლოს შენობასთან გამართება რუსთავი 2-ისა და სიტყვის თავისუფელბის მხარდამჭერი აქცია საკორდინაციო საბჭოს ორგანიზებით.- ამის შესახებ გამოცხადდა
საბჭოში მიერ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
წიკლაურის განცხადებით
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსთავი 2-ს, როგორც მხარეს პროცესზე დასწრების შესაძლებლობა არ ეძლევა, სიტყვის თავისუფლების და მაუწყებლის დასაცავად 9 პოლიტიკური პარტია მხარდამჭერებთან ერთად 11:00 საათზე უზენაესი სასამართლოს შენობასთან შეიკრიბება.
„საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ამ პროცესს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ დავასთან. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ შანტაჟის, მუქარის, მოსამართლეების მოსყიდვის უპატიებელი ფაქტები, რომელიც განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან. ხვალ არის კულმინაცია მთელი იმ პროცესის, რომელიც თვეების განმავლობაში ხორციელდებოდა,“-განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
საკორდინაციო საბჭოს წევრები საზოგადოებას აქციაზე მისვლისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.
„პარტიათა საკოორდინაციო ჯგუფის წევრები საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, ყველა იმ ადამიანს მოვუწოდებთ ვისთვისაც ძვირფასია თავისუფალი სიტყვა ჩვენს ქვეყანაში, მობრძანდნენ 11 საათზე და ერთად გავაპროტესტოთ მთელი ეს ვარხანალია.'' – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბრიფინგზე გაჟღერდა.