მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ოთხოზირიას მკვლელობა ხურჩაში - საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული ერთერთი...

გიგა ოთხოზირიას მკვლელობა ხურჩაში – საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების შეხვედრაზე განხილული ერთერთი საკითხი

Published on

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბელარუსში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტს პირისპირ შეხვდა. 
 შეხვედრისას იმსჯელეს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე როგორც პოლიტიკური, ისე სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებებით. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და .საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება იყო
 
საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.
 
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ე.წ. „ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების“ განხორციელებით რუსეთის ფედერაციამ დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ოკუპაციის პროცესი. ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის შესახებ დაანონსებული რეფერენდუმის ჩატარებას, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები ექნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისათვის.
 
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო ანექსიის თავიდან აცილების მიზნით, უკიდურესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიცია რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
 
საუბარი ასევე შეეხო 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტსაც.
 
პრეზიდენტმა ლუკაშენკომ აღინიშნა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის და მზაობა გამოთქვა  განათლებისა და ინოვაციების მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავებისათვის. 
 
 
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...