მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩოხატაურის საკრებულოში "ოცნების" სიით შესული დეპუტატი "ნაციონალურ მოძრაობას" შეუერთდა

ჩოხატაურის საკრებულოში “ოცნების” სიით შესული დეპუტატი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა

Published on

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი არჩილ სიხარულიძე, რომელიც ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" სიით მოხვდა, "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდა. ამის შესახებ გამოცემა გურია NEWS წერს.თვითმმართველობის არჩევნებზე იგი "ეროვნულ ფორუმს" წარმოადგენდა, საიდანაც რამდენიმე თვის წინ გარიცხეს და შესაბამისად, საკრებულოში უპარტიო დეპუტატის სტატუსით სარგებლობდა.

სიხარულიძე კონტრეტულ მიზეზე არ საუბრობს და ამბობს, რომ "ასე ჩათვალა საჭიროდ".

მისივე თქმით, დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მანამდე კი აღნიშნავს, რომ დღეიდან "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრია, რომელიც სწორედ მისი დამსახურებით შეიქმნა.

ამ დრომდე"ნაციონალურ მოძრაობას" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი დეპუტატი ჰყავდა და ფრაქციასაც ვერ ქმნიდნენ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, საკრებულოში ახალი ფრაქციის შექმნის შესახებ განაცხადი ჯერ არ შესულა და მისთვის სიხარულიძის გადაწყვეტილებაც უცნობია.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...