მთავარისიახლეებიპოლიტიკასამეგრელოში ენმ-ის ერთ-ერთი შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. თავისი მნიშვნელობით ეს ისტორიული მომენტიცაა -...

სამეგრელოში ენმ-ის ერთ-ერთი შიდაპარტიული არჩევნები მიმდინარეობს. თავისი მნიშვნელობით ეს ისტორიული მომენტიცაა – ჩიორა თაქთაქიშვილი

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ჩიორა თაქთაქიშვილი თავისი ფეისბუქგვერდიდან ზუგდიდში მიმდინარე შიდაპარტიულ არჩევნებს ეხმაურება.
 
სამეგრელოში დღეს ენმ-ის ერთ-ერთი შიდაპარტიული არჩევნებია. თუმცა თავისი მნიშვნელობით ეს ისტორიული მომენტიცაა.- წერს ჩიორა თაქათაქიშვილი. –   ამ არჩევნებს და მისი ორგანიზების პროცესს არაერთი განხილვა, საჩივარი და პრეტენზია ახლდა. ისიც ვიცით, რომ ვინც ნაციონალური მოძრაობა ვერ დაანგრია, მათ ახლა სამიზნეში სამეგრელო ამოიღეს და სიხარულით ელიან არჩევნების შედეგს.
ვხედავ გულანთებული, პატრიოტი მხარდამჭერების გულისწყრომას. ამ ხალხს არც თანამდებობა უთხოვია ოდესმე, არც რაიმე სხვა პირადი სარგებელი.
ითხოვენ ერთს: ნუ გარიგდებით, ნუ დაგვინიშნავთ ლიდერებად მათ, ვისაც არ ვენდობით, ჩვენ მზად ვართ ივანიშვილთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, ხელს ნუ გვიშლით.
ამის არდანახვა, უბრალოდ დანაშაულია! სამეგრელო იყო და არის მაღალი პოლიტიკური კულტურისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლაცდარმი საქართველოში.
ამიტომ მაქვს იმედი, რომ დღეს ამ შიდა-დემოკრატიული პროცესის ფარგლებში თქვენ მაინც მოძებნით საუკეთესო გადაწყვეტილებას და ყველას დაანახებთ, რომ სამეგრელოს ენმ-ის ბედი თავისუფალი ადამიანების ხელშია და გააკეთებთ სწორ არჩევანს.
ვერასოდეს გავიგებ, რა არის ის ძალა, რამაც შეიძლება გაიძულოს ორპირობა ამჯობინო ერთგულებას, ქედის მოდრეკა არჩიო ბრძოლას, უსამართლობაზე გაჩუმება გერჩიოს სიმართლის თქმას, პირად მერკანტილურ ინტერესზე ან რაღაც თანამდებობაზე გაცვალო ყველაზე ძვირფასი, რაც პოლიტიკოსს შეიძლება ქონდეს: შენივე მხარდამჭერების ნდობა და სიყვარული!''

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...