მთავარისიახლეებისაზოგადოებაროგორ ასწავლა გურულმა კაცმა ივანიშვილს, რომ ფულით ყველას და ყველაფერს ვერ იყიდის

როგორ ასწავლა გურულმა კაცმა ივანიშვილს, რომ ფულით ყველას და ყველაფერს ვერ იყიდის

Published on

ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი დენდროლოგიური პარკისთვის გურიაში ასწლოვანი მუხების ყიდვა დაიწყო.
250 წლის მუხა, ყოფილმა პრემიერმა ერთ-ერთი ნატანებელი პედაგოგისგან ლ. სურმავასგან შეიძინა.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბიძინა ივანიშვილი ასწლოვანი ხის სანახავად  სურმანიძეებს პირადად ესტუმრა.
"დაინახა ეს ხე და კოცნა და კოცნა. ექსპერტმა ვინც ახლდა უთხრა, რომ 250 წლის მუხა გადარგვას ვერ გაუძლებდა. მერე რა, არა უშავს, იყოს მაინცო. გადაიხადა ფული და იყიდა"-ამბობენ სურმავას მეზობლები.
 
მათი თქმით, ივანიშვილს თოიძეების ეზოში მდგარი ასწლოვანი მუხაც მოსწონებია. მიუხედავად იმისა, რომ დიასახლისი თანახმა ყოფილა ხის გაყიდვაზე, მის მეუღლესთან არც ივანიშვილის გარემოცვის და არც თავად ყოფილი პრემიერის თხოვნამს არ გაჭრა. რა თანხაც არ უნდა გადამიხადოს, ამ ხეს ჩემი ეზოდან ვერავინ ვერ გააქანებსო – ყვებიან თვითმხილველები

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...