მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი მარგველაშვილი: ,,ამ 25 წლის მანძილზე საქართველოს ორიენტაცია არ შეუცვლია და არც...

პრეზიდენტი მარგველაშვილი: ,,ამ 25 წლის მანძილზე საქართველოს ორიენტაცია არ შეუცვლია და არც მომავალში შეიცვლის”

Published on

 რუსეთის აგრესია არ დაწყებულა 2008 წელს, არამედ დაიწყო მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა. – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში, უშიშროების საბჭოს აპარატის სტრატეგიული დისკუსიის მეორე საერთაშორისო შეხვედრაზე გამოსვლისას განაცხადა. 
 
”თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ გამოწვევების თაობაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოკავშირეებს აქვთ, არის წინაღობა სირთულეების დაძლევის. მე მჯერა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოთამაშე და მონაწილე ხდება. ყველას მინდა ნათლად ვუთხრა, რომ ჩვენმა ქვეყანამ იმ ღირებულებებისთვის, რომელსაც ევროკავშირი და ნატო წარმოადგენს, იმ ღირებულებებისთვის, რომლის ირგვლივ გაერთიანებულია დასავლური სამყარო, მართლაც ძალიან ბევრი გაიღო. ჩვენ, ფაქტობრივად, ბოლო 25 წლის განმავლობაში ვართ მსხვერპლი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის. ეს არ დაწყებულა 2008-ში, ეს დაიწყო თავიდანვე, მაშინ, როდესაც ახალმა ქართულმა სახელმწიფომ 90-იან წლებში დააფუძნა თავისი დამოუკიდებელი იდენტობა. იმ დღიდან დაწყებული ქართული სახელმწიფო ვითარდება, იზრდება და ძლიერდება სწორედ რუსული სხვადასხვა ტიპის აგრესიის ფონზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 
 
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ამ თვალსაზირისით ჩვენი საზოგადოება, სახელმწიფო არის ნათელი მაგალითი იმის, რომ რუსეთის აგრესიას შეიძლება გაუძლო და ამ აგრესიის ფონზე შეიძლება გადადგა ნაბიჯები შენი დამოუკიდებლობის და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. 
 
”ახლა, როდესაც საქართველო კიდევ უფრო მტკიცე ნაბეჯებს დგამს, როგორც ნატო-ს, ასევე ევროკავშირის მიმართულებით, ჩვენი ხმა, როგორც ქვეყნის, რომელმაც თავის თავზე აიღო ძალიან მძიმე დარტყმები და მაინც არ შეცვალა თავისი კურსი, იქნება გაგონილი. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა იქნება მოგებული, ამ ბრძოლის საბოლოო წერტილი იქნება სწორედ დასავლური კულტურის, დასავლური ცივილიზაციის და ცხოვრების კიდევ უფრო განმტკიცება. დღეს ნათლად ჩანს, რომ არის ძალიან რთული დაპირისპირება, რომლის პროცესშიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მოკავშირეების კიდევ უფრო დარწმუნება, ნათლად ჩანს, რომ ამ 25 წლის მანძილზე საქართველოს ორიენტაცია არ შეუცვლია და არც მომავალში შეიცვლის”, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...