მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება გულმოდგინედ ასრულებს ძილის საერთაშორისო დღის მოთხოვნებს დღესაც და...

ხელისუფლება გულმოდგინედ ასრულებს ძილის საერთაშორისო დღის მოთხოვნებს დღესაც და ყოველდღე

Published on

 28 თებერვალს მსოფლიო საერთაშორისო ძილის დღეს აღნიშნავს. 
 
 ეს სახალისო  დღე გაძლევს უფლებას  დაიძინო ნებისმიერ ადგილას, როცა კი ძილი მოგერევა –  პარკში, კაფეში, მეტროში, სკოლაში თუ სამსახურში – თუკი გარისკავ და არ შეუშინდები, რომ საქმეში ჩაუხედავებმა შეიძლება გიჟად ჩაგთვალონ.   
 
ძილის საერთაშორისო დღე 2008 წლიდან აღინიშნება   მედიცინის საერთაშორისო ასოციაციასთან არსებული ძილის  საერთაშორისო კომიტეტის ( World Sleep Day Committee) ინიციატივით.
 
ამ ხუმრობანარევი დღის დანიშნულება სინამდვილეში სულაც არ არის სახუმარო: მისი მიზანია საზოგადოების ყურადღება მიაპყროს სწორი და ჯანსაღი ძილის პროპაგანდას და ძილის დარღვევის პრობლემას  სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალურ ასპექტებთან კონტექსტში.
 
ჯანსაღი ძილის საკითხი ფრიად აქტუალურია საქართველოს  მოსახლეობისათვის, რომელსაც დიდი ხანია გაუფრთხო ძილი ხელისუფლების უთავბოლო პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილმა თუ გადაუჭრელმა  პრობლემებმა, თავად ხელისუფლება კი გულმოდგინედ ასრულებს  ძილის დღის მოთხოვნებს დღესაც და ყოველდღე და  გახელილი თვალებით ძინავს.
 
 
 
 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...