მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატის განცხადებით, ციანიდი ჩანთაში თავად დეკანოზის ჩადებული არ არის

ადვოკატის განცხადებით, ციანიდი ჩანთაში თავად დეკანოზის ჩადებული არ არის

Published on

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძის დაკითხვა ე.წ. მატროსოვის ციხეში 13:00 საათისთვის განახლდება. სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან უკვე იმყოფებიან მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით  დაკავებული დეკანოზის ადვოკატები. 
 
ბრალდებულის უფლებადამცველის მიხეილ რამიშვილის თქმით, გუშინ მიმდინარე დაკითხვისას მამა გიორგი მამალაძემ პროკურატურისგან ოჯახის წევრთა დაცვა მოითხოვა. რამიშვილის განცხადებით, ამ მოთხოვნით დაცვის მხარე დღეს პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს. 
 
„ძალიან ბევრი ისეთი კითხვები დაისვა, რაზეც მამა გიორგიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ კითხვებზე პასუხი გაეცემა იმის შემდეგ, როდესაც მისი ოჯახის წევრები იქნებიან დაცვით უზრუნველყოფილი. ამის თაობაზე დღეს ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, დავუსაბუთებთ თუ რის საფუძველზე უნდა მოხდეს და რატომ ითხოვს მამა გიორგი თავისი ოჯახის წევრების დაცვის უზრუნველყოფას. შესაბამისად, ეს მათი პრეროგატივაა, უნდა იმსჯელონ," – განაცხადა რამიშვილმა.
 
რაც შეეხება ციანიდს, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძის ჩანთიდან იქნა ამოღებული, ადვოკატი ამბობს, რომ ჩანთაში მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი დეკანოზს თავად არ ჩაუდია. 
 
"აღნიშნული ციანიდი, მომწამვლელი ნივთიერება, მამა გიორგის თავის ჩანთაში, თავის ხელით არ ჩაუდია. შესაბამისად ამაზე ვიმსჯელებთ შემდეგში და ჩვენ ჩვენს პოზიციას დავუმტკიცებთ, პროკურატურამ კი თავისი პოზიცია დაგვიმტკიცოს,“ – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
 
ადვოკატები აცხადებენ, რომ გიორგი მამალაძე პასუხობს ორ ძირითად კითხვას ციანიდსა და უნომრო იარაღზე, თუმცა დეტალებზე საუბარი ადვოკატებს არ შეუძლიათ.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...