მთავარისიახლეებიპოლიტიკასოსო ოხანაშვილს არ სჯერა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამლავდა

სოსო ოხანაშვილს არ სჯერა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ვინმეს მოწამლავდა

Published on

ვერ დავიჯერებ, მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს, – ამის შესახებ პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოსტსკრიპტუმი” განაცხადა.მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირა გავიდა, მისთვის ყველაფერი ისევ ბურუსით არის მოცული. ”მე ძალიან კარგად ვიცნობ მამა გიორგის და ვიცი რა პრობლემები იყო, რასაც ის ებრძოდა, რაზეც ის მუშაობდა, კერძოდ ქონებებზე”, – განაცხადა ოხანაშვილმა. კითხვაზე, გამორიცხავს იმას, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჰქონდეს დოკუმენტაცია და ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის მღვდელმთავრების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ მამა გიორგის ჰქონდა წვდომა უამრავ დოკუმენტაციაზე და ინფორმაციაზე, თუმცა განაცხადა, რომ ამ ეტპაზე ამ პასუხისგან თავს შეიკავებს. ”მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავალში მე ამაზე არ ვისაუბრებ”, – აღნიშნა ოხანაშვილმა. რაც შეეხება იმას, სჯერა, რომ შესაძლოა მამალაძეს ვინმეს მოკვლა უნდოდა, ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ამის არ სჯერა. ”მაგას ვერ დავიჯერებ. მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს. ამაზე ფიქრი თავში არც მომდის, უბრალოდ ის არის იმ უსამართლობის მსხვერპლი, რაც მე ჩემს შესახებ ვახსენე. ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული, დიდი ხნის წინ დაგეგმილი მზაკვრობა, რაც სისრულეში მოიყვანეს. სამწუხაროდ, ციხე შიგნიდან ტყდებაო და მე დარწმუნებული ვარ, რომ შიგნიდან არიან ჩარეულები”, – აღნიშნა სოსო ოხანაშვილმა. 

სიახლეები

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...

შიო III ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი 11 ივნისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრაირქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას...

სახელმწიფო აუდიტმა ცესკოში მილიონობით ლარის დანამატები და შესყიდვების ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023-2024 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის...