მთავარისიახლეებისაზოგადოება"შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონია"- სოსო ოხანაშვილი

“შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონია”- სოსო ოხანაშვილი

Published on

სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში ის სიმართლისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ამის შესახებ ოხანაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოსტსკრიპტუმი” განაცხადა.როგორც სოსო ოხანაშვილმა აღნიშნა, საპატრიარქოში მიმდინარე დაპირისპირებები ახლა არ დაწყებულა და ეს დიდი ხანია მიმდინარეობს. ”საერთოდ ნათქვამია, სადაც მადლია, იქ ყოველთვის არის ცოდვაც. ასე რომ, ეს პროცესები ცოტა რთულად არის”, – განაცხადა ოხანაშვილმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ ყველაფრის უკან იდგეს შორენა თეთრუაშვილი, განაცხადა, რომ მასთან ”ტკბილი ურთიერთობა” არ ჰქონდა. ”დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა. ამ ყველაფერს დროს სჭირდება. რასაც თქვენ მეკითხებით ახლა, მე პირადად გარკვევის პროცესში ვარ. მე ვფიქრობ, რომ ჩემი იქიდან წამოსვლით ამას უფრო დავინახავ, ვიდრე იქ ყოფნის განმავლობაში ვხედავდი. ჩემი სამსახური იყო ის ორგანო, რომელიც იყო აბსოლუტურად პატრიარქის და სხვას არავის ექვემდებარებოდა საპატრიარქოში. ეს სამსახური როდესაც შეიქმნა, ყოველთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვათანხმებდი პატრიარქთან და არავისთან სხვასთან. ესეც იყო ერთ-ერთი პრობლემა. იყო მცდელობები, რომ ვიღაცისთვის კიდევ შემეთანხმებინა”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. მისივე თქმით, ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ის იყო პატრიარქის ნდობით აღჭურვილი პირი და მისი ინფორმაციის ერთ-ერთი წყაროც იყო. ”მე არავინ მჭირდებოდა პატრიარქთან ურთიერთობისთვის. ყოველთვის, როცა იყო ამის საჭიროება, მე პირადად შემეძლო შესვლა მის უწმინდესობასთან და ნებისმიერ საკითხზე დალაპარაკება”,- განაცხადა სოსო ოხანაშვილმა. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...