მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შიდა ბრძოლა გარე ძალების წახალისებით უკვე წლებია მიდის"- პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი...

“შიდა ბრძოლა გარე ძალების წახალისებით უკვე წლებია მიდის”- პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე საჯაროდ საუბრობს

Published on

ის საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურს აღარ ხელმძღვანელობს, ამიტომ პოსტსკრიპტუმის კამერის წინ არ ერიდება ღიად ილაპარაკოს, რომ დაპირისპირება საპატრიარქოში, რომელზეც უკვე ორი კვირაა მთელი საქართველო ლაპარაკობს, ახლა არ დაწყებულა და შიდა ბრძოლა გარე ძალების წახალისებით უკვე წლებია მიდის. მისი თქმით, "ეს არის სპეცოპერაცია ეკლესიის გასანადგურებლად.სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ ის "უსამართლობას, სიმართლისთვის ბრძოლას" შეეწირა. ის ხშირად იყო პატრიარქის ინფორმაციის პირველწყარო და ელაპარაკებოდა ყველაფერზე. სოსო ოხანაშვილი პოსტსკრიპტუმს უყვება, რომ სწორედ მან უთხრა გერმანიაში მყოფ უწმინდესს მამა გიორგი მამალაძის დაკავების შესახებ.ამის შემდეგ, რამდენიმე სასულიერი პირმა, კლინიკაში მყოფ პატრიარქს მამა გიორგი მამალაძის დაკავების სხვადასხვა ვერსია უამბო. ეუბნებოდნენ, რომ დეკანოზი გერმანიაში მის მოსაკლავად მიდიოდა და უმძიმეს დანაშაულში მამა გიორგის თანამზრახველი პატრიარქის დაცვის უფროსი იყო. პატრიარქს მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ უამბობდნენ მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარ პროკურატურას დაკავებული მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალი სულ სხვა პირის შესაძლო მოწამვლის საქმეზე ჰქონდა წაყენებული.მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსს პროკურატურამ დაკითხვის შემდეგ ხელი საქმის მასალების გაუთქმელობაზე მოაწერინა, დღეს პირველად, პოსტსკრიპტუმს რამდენიმე დეტალს მაინც უყვება.ოხანაშვილი ამბობს, რომ სათქმელი კიდევ ბევრი აქვს, მათ შორის იმაზე უფრო სკანდალური, ვიდრე დღემდე საზოგადოებას სმენია.

 

წყარო რუსთავი2

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...