ძალიან ბევრი რაღაც ვიცი, ვიცი ის საქმეები, რომელიც იქ ხორციელდებოდა, – ამის შესახებ პატრიარქის დაცვის სამსახურის უკვე ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოსტსკრიპტუმი” განაცხადა. ”ამაზე საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ, მაგრამ დადგება დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი”, – განაცხადა ოხანაშვილმა. კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იყოს, ოხანაშვილმა განაცხადა, ”რა თქმა უნდა, იმაზე უფრო მეტი, რაც ახლა ხდება”. როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ეს ეხება ყველაფერს, როგორც ქონებას, ფინანსებს, ასევე გარიგებებს.კითხვაზე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აქ შეიძლება ადგილი გვქონდეს რიგი მღვდელმთავრების და საერო ხელისუფლებების წარმომადგენელთა უკანონო გარიგებებთან, ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ ”ყველაფერი შეიძლება”. ”მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა იცოდეს რა მოხდა, საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ეკლესია გათავისუფლდეს მსგავსი ბრძოლებისგან”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
“დადგება დრო, როცა ყველაფერს ვიტყვი”- სოსო ოხანაშვილი
სიახლეები
სიახლეები
დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...
სიახლეები
ევროკავშირმა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 1 600-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს, ლუქსემბურგში მიმდინარე მინისტერიალზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცეს,...
სიახლეები
ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა – დაშავებულია 6 ადამიანი
ძამას ხეობაში, გზის სავალი ნაწილიდან ექსკურსიის ავტომობილი გადავარდა, დაშავდა 6 ადამიანი, მათგან 4 -...
სიახლეები
Isfed- “ოცნების” მხარდასაჭერად ორ დღეში 400-ზე მეტი არაავთენტური ანგარიში შექმნეს
სამართლიანი არჩევნების ცნობით, გამოავლინეს კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, "რომელიც სოციალურ მედიაში პარტია ქართული ოცნების ლიდერების...