მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმთიან ყარაბაღში შეტაკებები განახლდა

მთიან ყარაბაღში შეტაკებები განახლდა

Published on

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებებმა ერთდროულად გაავრცელეს ინფორმაცია მთიან ყარაბაღში შეტაკებების განახლების შესახებ. გავრცელებული ცნობების თანახმად ორივე მხრიდან არიან დაღუპულები.ორივე მხარე ცეცხლის განახლებას მოწინააღმდეგეს აბრალებს.აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მძაფრი შეტაკებები ხოჯევანი-ფუზულის მიმართულებით მიმდინარეობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა მხარემ 25 თებერვალს, ღამით ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელა აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების პოზიციებზე, რასაც საპასუხო ცეცხლი მოჰყვა და მოწინააღმდგემ მძიმე დანაკარგების გამო უკან დაიხია. მსხვერპლია აზერბაიჯანელ სამხედროებს შორისაც.სომხეთში აცხადებენ, რომ მათი მხრიდან არანაირ შეტევას ადგილი არ ჰქონია და აზერბაიჯანი ცდილობს ყარაბაღის მიმართულებით პროვოკაციები განახორციელოს, რაზედაც მან ადეკვატური პასუხი მიიღო. ერევანი აცხადებს, რომ სომხური მხარე პირნათლად ცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და მოუწოდებს აზერბაიჯანს თავი შეიკავოს რეგიონში კონფლიქტის გამწვავების მცდელობისაგან.ამჯერად რეგიონში სროლები შეწყვეტილია.

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...