მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველი სამხედრო კონგოელი მეამბოხეების ტყვეობაში რჩება

ქართველი სამხედრო კონგოელი მეამბოხეების ტყვეობაში რჩება

Published on

კონგოში დატყვევებულ ქართველ სამხედროსთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში სოსო ოსურაულის ტყვეობის ფაქტს ადასტურებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საელჩოს  კონგოს მხარემ ინფორმაცია 22 თებერვალს მიაწოდა. უწყების ცნობით, კონგოს მხარის ინფორმაციით, ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს.„პრეტორიაში საქართველოს საელჩო რეგულარულ კონტაქტზე იმყოფება კონგოს ხელისუფლებასთან. კონგოს მხარე ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებდა საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობას. ასევე, არც ოჯახის წევრებს მოუმართავთ. 22 თებერვალს კი საქართველოს საელჩოს კონგოს მხარემ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციურმა დაჯგუფებამ დაატყვევა საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა, მაგრამ იგი სამშვიდობოზეა და მკურნალობს."კონგოში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის ოფიციალური მიზეზი უცნობია. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ყოფილი სამხედროები არიან და დამოუკიდებლად იმყოფებიან კონგოში. ვითარება რთულია, ვინაიდან ერთ-ერთი უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია,”- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...