მთავარისიახლეებიპოლიტიკამიტროპოლიტ პეტრეს დეკანოზ მამალაძის მოსანახულებლად ციხეში არ უშვებენ

მიტროპოლიტ პეტრეს დეკანოზ მამალაძის მოსანახულებლად ციხეში არ უშვებენ

Published on

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძესთან არ შეუშვეს.როგორც პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მოულოდნელი იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლების პოზიცია, რომ ის არ შეეშვათ ბრალდებულთან.მიტროპოლიტმა აღნიშნულს “ხელისუფლების დიდი შეცდომა” უწოდა.„მოულოდნელი პასუხი მივიღე, რომ არ მიშვებენ მამა გიორგის სანახავად. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ხელისუფლება ამ შემთხვევაში. მიზეზი ჩემთვის არ განუმარტავთ”, – განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.ამასთანავე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებაზე, რომ უსაფრთხოების ნორმების გამო არ შეიძლება ბრალდებულ დეკანოზთან სასულიერო პირების შესვლა. “მამა მიქაელმა გააკეთა არასწორი განცხადება. მსგავსი თხოვნა ჩვენი მისამართით არ ყოფილა. უბრალოდ იყო თხოვნა, რომ ჩვენ გამოძიების პროცესში საგამოძიებო საკითხებთან დაკავშირებით არ გაგვეკეთებინა განცხადება, მაგრამ ის, რომ მამა გიორგი დაპატიმრებული მღვდელი და უდანაშაულო ადამიანი, სასულიერო პირმა არ მოინახულოს, საქართველოს ქრისტიანობის ისტორიას არ ახსოვს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ, რომელმაც გააპროტესტა ისიც, რომ მამა გიორგის არ ეძლევა საშუალება გაეცნოს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მედიით გასულ ინფორმაციებს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...