2017 წლის ერთიანი ეროვნული და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 23 თებერვალს 10:00 საათზე დაიწყო და 31 მარტს 18:00 საათზე დასრულდება.რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების, 31 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, 20 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება, საგნის შეცვლა; მაგ.: თუ აბიტურიენტს არჩეული ჰქონდა ქიმია, მაგრამ გადაწყვიტა გეოგრაფიის ჩაბარება. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ენის შეცვლაც (მაგ.: ზოგადი უნარები ქართულად შეიძლება ჩანაცვლდეს ზოგადი უნარების გამოცდით აზერბაიჯანულად ან სომხურად და ა. შ.).მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ (20 მაისი) საგანთა ჩამონათვალში ცვლილება ვეღარ განხორციელდება. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, მათი არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ.მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის 10 ლარია. სტუდენტებმა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაციის მიზნით უნდა გადაიხადონ საფასური (10 ლარი) და გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ვადებში (31 მარტის 18:00 საათამდე). მონაწილეებმა პირად მონაცემებთან ერთად უნდა მიუთითონ საგანმოცდო ქალაქი. სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის ტესტირება 2017 წლიდან ქართულ ენაზე ჩატარდება.
ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
სიახლეები
სიახლეები
რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ
რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...
სიახლეები
მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით
ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.
მეუფე...
სიახლეები
იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია
იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...
სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...