მთავარისიახლეებიპოლიტიკამოგვისმენენ, მაგრამ უფრო ,,დახვეწილად''

მოგვისმენენ, მაგრამ უფრო ,,დახვეწილად”

Published on

დღეს პარლამენტში ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტის მოსმენა განახლდება.
 
ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძე  ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს დახვეწილს უწოდებს და იმედოვნებს, რომ მას პარლამენტი დაამტკიცებს. 
,,მიმდინარე სესიაზე გრძელდება ე.წ მოსმენების კანონის განხილვა პირველი მოსმენით. ჩვენ მოვასწრებთ მეორე მოსმენით მის განხილვასაც. ბუნებრივია, ოპოზიციას ყოველთვის აქვს შენიშვნები და ეს მათი საქმეა. მაგრამ, არაერთხელ განგვიცხადებია, რომ ეს არის ოპტიმალური გამოსავალი და დახვეწილი კანონი, რაც კი შეიძლებოდა ამ სფეროში საქართველოს მიეღო . ის წარმატებით გაივლის ამ ეტაპებს და ჩვენ მივიღებთ ამ კანონს“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ 
 
საპარლამენტო უმცირესობა კანონპროექტთან დაკავშირებით ალტერნატიული წინადადების დაყენებას  გეგმავს .
ნაციონალურ მოძრაობაში ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ.
"მოსმენებთან დაკავშირებული კანონი იმაზე უარესია, რაც იყო დღემდე. მმართველი ხელისუფლება თანდათანობით ეწევა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს კონტროლს, დაწყებული ყველა დონის ხელისუფლება, მედიაზე კონტროლი,“- აცხადებს რომან გოცირიძე.  
 
 
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...